×

შეტყობინება

EDOCMAN_LOGIN_TO_VIEW_DOCUMENT

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის საინფორმაციო შეხვედრა

მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის(DAAD) თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი ბატონი გებჰარდ როილი და ქუთაისის ბიუროს ხელმძღვანელი ბერთოლდ ლინდერი ატარებენ საინფორმაციო შეხვედრას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება გაცვლითი საერთაშორისო (გერმანულენოვანი/ინგლისურენოვანი) პროგრამები გერმანიაში როგორც ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის, ასევე აკადემიური პერსონალისათვის.