×

შეტყობინება

ჩამოსატვირთად ან სანახავად აუცილებელია სისტემაში შესვლა

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისათვის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდის მოთხოვნები

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისათვის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდის მოთხოვნები

  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დარეგისტრირებული აპლიკანტი წერს სამოტივაციო წერილს.
  • სამოტივაციო წერილი - მაქსიმალური ქულა 100. დადებითად შეფასების მინიმალური ზღვარია 51 ქულა.
  • სამოტივაციო წერილი შინაარსობრივად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
  • რატომ გსურთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა, თქვენი მიზნები;
  • რატომ აირჩიეთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • რის მიღწევა გსურთ 3-5 წლის განმავლობაში;
  • როგორ გამოიყენებთ შეძენილ ცოდნას დარგში;
  • არჩეულ სფეროში აღწერეთ ერთი პრობლემა და მისი გადაჭრისთვის წარმოადგინეთ თქვენეული გადაწყვეტილება;
  • აღწერეთ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს ძირითადი მახასიათებლები და წარმოადგინეთ თქვენეული ხედვა.
  • გაანალიზეთ მოცემული ტექსტი და წარმოადგინეთ თქვენეული ხედვა.
  • სამოტივაციო წერილის შეფასების კრიტერიუმები:

თითოეული კრიტერიუმის ფარგლებში, მაქსიმალური შეფასებაა 5/10 ქულა. შეფასებები ჩაიშლება სამოტივაციო წერილის შესრულების ხარისხის მიხედვით. კერძოდ:

  1. მოტივაცია20 ქულა

კრიტერიუმი

ძალიან კარგი

კარგი

საშუალო

დაბალი

ძალიან დაბალი

აპლიკანტის მოტივაცია მკაფიოა და შეესაბამება საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებს

5

4

3

2

1

კანდიდატი ორიენტირებულია სფეროში (იცის, რა უნდა გააკეთოს მომავალში, რა კარიერული ზრდა და რა ცოდნის მიღება სჭირდება)

5

4

3

2

1

აპლიკანტს არგუმენტირებულად აქვს გააზრებული და ჩამოყალიბებული, თუ როგორ გამოიყენებს დარგში შეძენილ ცოდნას

5

4

3

2

1

სტრუქტურა, ენა და სტილი გამართულია

5

4

3

2

1

 

  1. არჩეულ სფეროში ერთი პრობლემა და მისი გადაწყვეტა - 40 ქულა

კრიტერიუმი

ძალიან კარგი

კარგი

საშუალო

დაბალი

ძალიან დაბალი

პრობლემის მთავარი საკითხის ჩამოყალიბება

10-9

8-7

6-5

4-2

1

საკითხის გადაჭრის ალტერნატივები და ყველაზე ეფექტური მიდგომა

10-9

8-7

6-5

4-2

1

წარმოდგენილი სტრატეგიის (საკითხის გადაჭრის) არგუმენტირება

10-9

8-7

6-5

4-2

1

სტრუქტურა, ენა და სტილი გამართულია

10-9

8-7

6-5

4-2

1

  1. მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს ძირითადი მახასიათებლები - 20 ქულა

კრიტერიუმი

ძალიან კარგი

კარგი

საშუალო

დაბალი

ძალიან დაბალი

აპლიკანტს მკაფიოდ აქვს გააზრებული თუ, რას ნიშნავს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო,  სტრუქტურა, ენა და სტილი გამართულია

10-9

8-7

6-5

4-2

1

აპლიკანტს არგუმენტირებულად აქვს გააზრებული მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს  ძირითადი მახასიათებლები და ჩამოთვლის მათ

10-9

8-7

6-5

4-2

1

 

  1. ანალიტიკური წერა (მსჯელობა მოცემულ საკითხზე) - 20 ქულა

კრიტერიუმი

ძალიან კარგი

კარგი

საშუალო

დაბალი

ძალიან დაბალი

მსჯელობა ლოგიკურია, თანმიმდევრულია და პასუხობს საკითხის არსს, სტრუქტურა, ენა და სტილი გამართულია

10-9

8-7

6-5

4-2

1

აპლიკანტს არგუმენტირებულად აქვს დასაბუთებული ტექსტში მოცემული მოსაზრებები და წარმოადგენს საკუთარ ხედვას თანამედროვეობასთან კავშირში

10-9

8-7

6-5

4-2

1